ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერელია“

0
9

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ ჯეიდონ სანჩო შეიძინა, რაც ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

21 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერელებტან კონტრაქტი 5+1 სისტემით გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, სანჩოს სანაცვლოდ გერმანულმა კლუბმა 85 მილიონი ევრო მიიღო.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ხელფასი „იუნაიტედში“ წელიწადში 18 მილიონი ევრო იქნება.

„ეს მისი სახლია! ეს ადგილი მას ეკუთვნის!“ – ასე გამოეხმაურა „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ტვიტერზე სანჩოს ტრანსფერს.

აღსანიშნავია, რომ სანჩო „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში არცერთი ოფიციალური თამაში ჩაუტარებია.

ის „ბორუსიას“ პირველ გუნდში 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 137 მატჩში 50 გოლი გაიტანა.