ბეგლარიშვილმა ირლანდიიდან შანსი წამოიღო, ლობჯანიძეს თადარიგში ყოფნა აკმარეს

0
12

ესტონეთის „ლევადიამ“, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი ასპარეზობს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში სტუმრად ირლანდიის „დანდალკთან“ (2:2) არ წააგო და მესამე რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს.

ბეგლარიშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში გატანილი 14 გოლით ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუტზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 67-ეზე შეცვალეს.

მან ცოტა ხნის წინ ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშ თამაშის შანსი აქვს.

სხვათა შორის, მან კონფერენს ლიგაში უკვე 2 გოლი გაიტანა.

„ლევადიამ“ „დანდალკტან“ მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე ვასტსუკის დარტყმის მერე გახსნა. ერთ წუთში პატჩინგმა საპასუხო ბურთი გაიტანა.

მე-19 წუთზე ვასტსუკმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო, ხოლო 27-ე წუთზე მაკმილანმა ანგარიშში თანაფარდობა ისევ აღადგინა.

ელგუჯა ლობჯანიძის კოსტანაის „ტობოლი“ სტუმრად სპლიტის „ჰაიდუკს“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო შეხვედრები 29 ივლისს ჩატარდება.