ბათუმის „დინამომ“ უფრო გამოცდილ მეტოქესთან წააგო

0
4

ბათუმის „დინამომ“ ევროთასების მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი წააგო.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ დამოუკიდებელი ბელარუსის ყველაზ ტიტულიან გუნდთან ბორისოვოს ბატესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ცდა არ დაუკლითა და რაც შეეძლოთ იბრძოლეს, სტუმართა კართან რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მატჩის ბედი ერთდართმა ბურთმა გადაწყვიტა, რომელიც ბელარუსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნეხაიჩიკმა გაიტანა.

83-ე წუთზე, ბატეს კონტრშეტევის დროს სიგნევიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და დამატებაზე ნიხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 0:1.

თამაშის შემდეგ ბათუმელი და ბელარუსი გულშემატკივრები ერთმანეთს ტრიბუნაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო კონფლიქტი პოლიციის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

ბათუმელები საპასუხო თამაშს ბორისოვოში 29 ივლისს ჩაატარებენ.

„დინამო“ (ბათუმი) – ბატე (ბელარუსი) 0:1 (0:0)

22 ივლისი. ბათუმი. ცენტრალური სტადიონი.

„დინამო“ (ბთ.): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87); მამუჩაშვილი (ზარია 58), ჯოვინო (სანოგო 80), ჯიღაური (ნავალოვსკი 86); ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ბატე: ჩიჩკანი; ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (46. ბორდაჩევი); უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასევი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (72. იუსოვი)

მთავარი მწვრთნელი: ვიტალი ჟუკოვსკი

გოლი: 0:1 ნეხაიჩიკი (83)

გაფრთხილება: ზარია (61)

მთავარი მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)