„ვალენსიაში“ მამარდაშვილის დებიუტი შედგა

0
13

ესპანეთის „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.

ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე „ვალენსიამ“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, ბერძნულ „ატრომიტოსს“ 3:0 აჯობა.

ესპანელთა რიგებში მეკარეებს იესპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს ტრავმების გამო არ უთამაშიათ, ხოლო პირველი ტაიმი კრისტიან რივერომ ჩაატარა.

მამარდაშვილი „ღამურების“ კარში შესვენების მერე ჩადგა, როდესაც მანუ ვალეხოსა და ჯეისონ რემესეიროს გოლებით 2:0 იგებდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გოლი არ გაუშვა, ხოლო ვალენსიელებიდან მესამე გოლი გონსალო გედეშმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთი წლით გაანათხოვრა და ამ პერიოდის გასვლის მერე, თუ კლუბის ხელმძღვანელები გადაწყვეტენ ქართველს თბილისური კლუბიდან შეიძენენ.