ბრაზილიამ ოლიმპიადა გერმანიის ძლევით დაიწყო, არგენტინა ავსტრალიასთან დამარცხდა

0
12

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადა რიხიანად დაიწყო.

დღის ცენტრალურ მატჩში ბრაზილიელებმა D ჯგუფში გერმანია 4:2 დაამარცხეს.

განვლილი შეხვედრა რიშარლისონის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მატში მე-7 წუთზე, ანტონის საუცხოო პასის შემდეგ, „ევერტონის“ თავდამსხმელი გერმანელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და მისი პირველი დარტყმის მერე მიულერმა ბურთი მოიგერია, თუმცა რიშარლისონმა ზუსტად დაამატა – 1:0.

22-ე წუთზე არანამ ზუსტი პასით მეტოქის საჯარიმოში რიშარლისონი მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა – 2:0.

30-ე წუთზე, კუნიამ გერმანელთა ნახევარზე ორ მეტოქეს კარგად გაუმკლავდა და პსი რიშარლისონს მისცა, რომელიც მოწინააღიმდეგის საჯარიმოში შევიდა და ბურთი შორეულ კუთხეში მოათავსა.

შესვენებამდე, ბრაზილიელთა უპირატესობა შესაძლოა ოთხბურთია ყოფილიყო, მაგრამ კუნიამ პენალტი ვერ გაიტანა – მეკარემ ბურთი მოიგერია.

57-ე წუთზე, გერმანელებმა ანგარიში შეამცირეს – ამირიმ საჯარიმოს გარედნა დაარტყა და სანტოსმა მის წინ დაცემული ბურთი ხელებში ვერ დააფიქსირა – ბრაზილიელთა მეკარე აშკარად შეცდა.

63-ე წუთზე არნოლდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გერმანია მოედანზე 10 კაცით დარჩა.

ამის მიუხედავად, 84-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან რაუმის გადაცემის შემდეგ, ბრაზილიელთა საჯარიმოში მყოფმა ახემ თავით გაიტანა – 2:3.

ძირითადი დროსთვის დამატებულმე-5 წუთზე გიმარაეშმა ძალიან კარგი პასი გაუკეთა პაულინიოს, რომელიც გერმანელთა საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაიტანა – 4:2.

აქვე გეტყვით, რომ გერმანიასთან შეხვედრაში ბრაზილიას 38 წლის დანი ალვეშმა უკაპიტნა.

ოლიმპიადის საფეხბურთი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს რამდენიმე სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ ავსტრალიასთან 0:2 წააგო, მექსიკამ საფრანგეთს 4:1 აჯობა, ხოლო ესპანეთი ეგვიპტეს უგოლოდ გაეყარა.