ვიტალი ჟუკოვსკი: „ბათუმის „დინამო“ კარგად შევისწავლეთ“

0
3

ბელარუსის ბატეს მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ ბათუმის „დინამო“ კარგად შეისწავლა და ეიმედება, რომ მეტოქის წნეხს გაუძლებს.

მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში ადგილობრივ „დინამოსთან“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

ვიტალი ჟუკოვსკი: „სეთ დროს ნებისმიერ შემთხვევაში შანსები 50/50-ზეა. თამაშის გეგმა ჩვენთან ძალიან ხშირად იცვლება – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვფიქრობ, ჩვენც კარგად შევისწავლეთ მეტოქე და დინამო ბათუმმაც კარგად შეგვისწავლა. ორივე გუნდს აქვს მინუსები და პლუსები, დანარჩენი კი უშუალოდ თამაშში გამოჩნდება.

სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და ასეთ დროს ხშირია მოულოდნელი გადასვლები სხვა გუნდებში. მოხდა ის, რაც მოხდა – ასე გამოვიდა. ჩვენ გვყავს სხვა, საკმარისად კარგი ფეხბურთელებიც, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი მთავარი თავდამსხმელის შეცვლა. ასე რომ, იმედი გვაქვს, გავუძლებთ ჩვენი მეტოქის წნეხს, ჩვენი თავდამსხმელები კი საკმარისად კარგად ითამაშებენ“.

ბათუმის „დინამოსა“ და ბატეს შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.