„ტორპედომ“ სამი მოთამაშე გაუშვა

0
5

ქუთაისის „ტორპედო“ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტრაქტები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 24 წლის რუს მცველ მიხაილ რადჩენკოსთან, 28 წლის უზბეკ უკანახაზელ მუროდჯონ ტუჩიბაევთან და 24 წლის ნახევარმცველ ზურაბ გოგუაძესთან შეწყდა.

მიმდინაერე სეზონში, რადჩენკომ „ტორპედოში“ ერთხელ ითამაშა, ტუჩიბაევმა 13-ჯერ და 1 გოლი გაიტანა, ხოლო გოგუძემ ქუთაისელთა მაისური 7-ჯერ მოირგო.

„ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისთვუს მზადება 15 ივლისს ჯემალ ხერხაძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე განაახლა.