„ევერტონს“ ბოსნიის ნაკრების მეკარე შეემატა

0
4

„ევერტონმა“ ბოსნიის ეროვნული გუნდის მეკარე ასმირ ბეგოვიჩი დაიმატა.

34 წლის გოლკიპერმა ლივერპულელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

გასულ სეზონში ბეგოვიჩი „ბორნმუთში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 51 მატჩში 51 გოლი გაუშვა.

ის ბოსნიის ნაკრებში 2009 წლიდან გამოდის და 63 შეხვედრა ჩაატარა.