დავითაშვილმა „არსენალთან“ კონტრაქტი გააფორმა

0
5

ტულას „არსენალმა“ ზურიკო დავითაშვილი ოფიციალურად წარადგინა.

რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

20 წლის ფეხბურთელმა გასულ კვირაში კონტრაქტი ყაზანის „რუბინთან“ გაწყვიტა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

დავითაშვილი „რუბინში“ 2019-2020 წლების სეზონის წინ გადავიდა და რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მან გასული სეზონი “რუბინში” დაიწყო დ 2 შეხვედრა გამართა, მაგრამ შემდეგ ვოლგოგრადის “როტორში” გაანათხოვრეს, სადაც 19-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი არ აუღია.

დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.