დავითაშვილი „არსენალს“ ელაპარაკება

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოლაპარაკებას ტულას „არსენალთან“ აწარმოებს, იუწყება vestitula.ru.

20 წლის ფეხბურთელმა გასულ კვირაში კონტრაქტი ყაზანის „რუბინთან“ გაწყვიტა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

დავითაშვილი „რუბინში“ 2019-2020 წლების სეზონის წინ გადავიდა და რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მან გასული სეზონი “რუბინში” დაიწყო დ 2 შეხვედრა გამართა, მაგრამ შემდეგ ვოლგოგრადის “როტორში” გაანათხოვრეს, სადაც 19-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი არ აუღია.