კევინ გამეირო „სტრასბურგში“ დაბრუნდა

0
5

ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „სტრასბურგში“ გააგრძელებს.

სტრასბურგელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 34 წლის ფორვარდმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გამეირომ პროფესიონალურ კარიერას სწორედ „სტრასბურგში“ დაიწყო, სადაც 2005-2008 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 68 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ასევე, ის „ლორიანში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიაში“ გამოდიოდა.

მან გასულ სეზონში ვალენსიელტა მაისურით 27-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.