„ატლანტამ“ გაბრიელ ჰაინცე დაითხოვა

0
1

MLS-ში მოასპარეზე „ატლანტას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არგენტინელი გაბრიელ ჰაინცე დაითხოვეს.

მის ადგილზე დროებით რობ ვალენტინო იმუშავებს, რომელიც მანამდე ჰაინცეს ასისტენტი იყო.

„ეს ის გადაწყვეტილება არ იყო, რომლის მიღებაც გვსურდა სეზონის ამ ეტაპზე, მაგრამ კლუბისთვის სწორი ნაბიჯია. გაბი ნიჭიერი მწვრთნელია, რომელიც უდავოდ გატაცებულია თავისი სპეციალობით და ფეხბურთით. მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ“ – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა დარენ ილსმა.

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი „ატლანტას“ 2020 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა. ამჟამად, „ატლანტა“ 13 ტურის შემდეგ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.