ოქრიაშვილი და დაუშვილი კორონავირუსის გამო გუნდს შეკრებაზე ვერ გაყვნენ

0
4

საქართველოს ეორვნული ნაკრების ნახევარმცველებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა კორონავირუსი გადაიტანეს.

ამის შესახებ კვიპროსული მედია იუწყება.

ავადმყოფობის გამო, მათ აპოელის შემადგენლობაში პაეკთან ამხანაგურ მატჩში არ უთამაშიათა და გუნდს ბულგარეთში შეკრებაზეც ვერ გაყვნენ.

ფეხბურთელების მიერ კორონავირუსზე ჩატარებულმა ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენეს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა არჩია ისინი კვიპროსში დაეტოვებინა და ქართველები ბულგარეთს უახლოეს ხანში მიაშურებენ.