უეფამ დუბლინსა და ბილბაოს ევროპა ლიგის ფინალების მასპინძლობის უფლება მისცა

0
1

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპა ლიგის ფინალების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ირლანდიის დედაქალაქმა დუბლინი და ესპანეთის ქალაქი ბილბაო ევროპა ლიგის ფინალებს შესაბამისად 2024 და 2025 წლებში უმასპინძლებს.

ეს ნაბიჯი უეფასა და ამ ქალაქების საორგანიზაციო კომიტეტებს შორის შეთანხმების შედეგად გადაიდგა, რადგან დუბლინსა და ბილბაოს ევრო-2020-ის მატჩების ჩატარების უფლება ჩამოერთვათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ დუბლინმა და ბილბაომ სტადიონებზე მაყურებლის დასწრების გარანტია უეფას ვერ მისცეს.

უეფაში ხაზი გაუსვეს, რომ ევრო-2020-ისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქალაქების მიერ ფინანსურ დანახარჯებსა და გაწეულ სამუშაოს პატივს სცემენ.