„რუბინის“ ნახევარმცველი: „გუნდი ხვიჩაზე დამოკიდებული არაა“

0
6

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ სოლტმურად ბაკაევს არ მიაჩნია, რომ გუნდი ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებული არაა.

მან ამის შესახებ sport-express.ru-სთან ისაუბრა.

-ხვიჩას შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი ინფორმაციაა. გუნდში ეს როგორ აღიქმება? ბევრი ფიქრობს, რომ თქვემ ამ ფეხბურთელზე დამოკიდებული ხართ…

-პირველ ყოვლისა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ. მეორეც, ეს გუნდზე და ხვიჩაზე არანაირად მოქმედებს. ის მუშაობსმ იხარჯება და ვარჯიშებზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა.