გარეთ ბეილი „რეალში“ ბრუნდება

0
2

უელსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ ბრუნდება.

გასულ სეზონში ბეილი იჯარით ლონდონის „ტოტენჰემში“ გამოდიოდა, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარაებულ 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

32 წლის გარემარბი, რომ „ტოტენჰემში“ არ დარჩება, ეს ფაქტი გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ BBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა.

„ბეილი ჩვენი გუნდის ნაწილი არ იქნება“ – აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

უელსელი „რეალში“ 2013 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ სწორედ „ტოტეჰნემიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 251 მატჩში 105 გოლი გაიტანა.