„არსენალი“ „ბრაიტონის“ მცველს 50 მილიონად ყიდულობს

0
2

ლონდონის „არსენალი“ „ბრაიტონს“ ცენტრალურ მცველ ბენ ვაითის ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება The Athletic.

23 წლის ინგლისელი მცველი ახალ კლუბში სამედიცზინო შემოწმებას უახლოეს ხანში გაივლის, რის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „ბრაიტონი“ დაახლოებით 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ვაითმა, რომელიც „ბრაიტონის“ აღზრდილია, გასულ სეზონში „ბრაიტონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა.