„აიაქსი“ „ფეინოორდის“ კაპიტანში 5,5 მილიონს იხდის

0
2

ამსტერდამის „აიაქსი“ როტერდამის „ფეინოორდის“ კაპიტან სტივენ ბერგუისს ყიდულობს.

„აიაქსის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 29 წლის შემტევი ნახევარმცველი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

ამსტერდამელები მის სანაცვლოდ „ფეინოორდს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

გასულ სეზონში, ბერგუისმა როტერდამელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

მან ევრო-2020-ზე ნიდერლანდელთა რიგებში 2 შეხვედრა ჩაატარა.