“რუბინმა” დავითაშვილი გაუშვა

0
6

ზურიკო დავითაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა.

ყაზანის “რუბინის” პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბმა და ფეხბურთელმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

დავითაშვილი “რუბინში” 2019-2020 წლების სეზონის წინ გადავიდა და რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მან გასული სეზონი “რუბინში” დაიწყო დ 2 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ შემდეგ ვოლგოგრადის “როტორში” გაანათხოვრეს, სადაც 19-ჯერ ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.