კვარაცხელია 33 საუკეთესოში პირველ ნომრად დაასახელეს

0
10

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

33 საუკეთესოს სია პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე სამ საუკეთესოს შორის პირველ ნომრად დაასახელეს.

20 წლის კვარაცხელიამ განვლილ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ამდენივე პენალტი „გამოიმუშავა“.

„რუბინის“ ვებგვერდის ცნობით, კვარაცხელია თავის თანაგუნდელებ მაკაროვთან და დიუპინთან ერთად პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.