გია გეგუჩაძე: „ბატე ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ მეტი მონდომების ხარჯზე ყველაფერი გამოვა“

0
5

გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს ბატესთან მატჩში ორივე გუნდის შანსი თანაბარია.

მან ამის შესახებ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შინ სან მარინოს „ტრე პენესთან“ 3:0 გამარჯვების მერე ისაუბრა.

გია გეგუჩაძე: „მთავარი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. ორჯერვე მშრალი ანგარიშით მოვიგეთ. მეორე თამაშის წინ განწყობა შესაბამისი არ იყო.

დღეს მეტოქე სხვა მიზანი ჰქონდა და ამ მატჩში უფრო დაიხარჯა.  სურდა, რომ ერთ გოლი მაინც გაეტანა. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ.

რაც შეეხება მომდევნო ეტაპს: ბატესთან შანსები თანაბარია, ახლა მეტოქეს ვსწავლობთ. ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ მგონია, რომ მეტი კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე ყველაფერი გამოვა. ვეცდებით, სწორად ვითამაშოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ“

„ტრე პენესთან“ მატჩის მერე კომენტარი ბათუმელთა კაპიტანმა მამუკა კობახიძემაც გააკეთა:

„რა თქმა უნდა, შედეგს დადებითად ვაფასებ. ვეცდებით, ბატესთან მომენტები გამოვიყენოთ და კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. მეტოქე ამჯერად უფრო მონდომებული და მომზადებული იყო. დავეთანხმები მწვრთნელს, რომ სწორად თამაშითა და კარგი მომზადებით მესამე ეტაპის ს