დუშან ტადიჩი „აიაქსში“ რჩება

0
7

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა კლუბთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.

32 წლის სერბი შემტევი ნახევარმცველი ნიდერლანდელთა რიგებში 2024 წლამდე დარჩება.

ის „აიაქსში“ 2018 წელს ინგლისის „საუთჰემპტონიდან“ გადავიდა და განვლილ პერიოდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 149 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა.

ტადიჩი სერბეთის ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან გამოდის და 76 შეხვედრაში 16 გოლი მიითვალა.