ბეგლარიშვილის მეორე გოლი კონფერენს ლიგაში და მეორე ეტაპის საგზური

0
7

ზაქარია ბეგლარიშვილმა უეფას კონფერენს ლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

ესტონეთის „ლევადიამ“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ გიბრალტარის „სენტ ჯოზეფი“ 3:1 დაამარცხა და ქართველმა ლეგიონერმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა.

საპასუხო მატჩში გიბრალტარელები 1:0 იგებდნენ და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ბეგლარიშვილმა ანგარიში 65-ე წუთზე გაათანაბრა, რის შედეგად, ესტონელებმა მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა. ბეგლარიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს.

31 წლის ქართველი „ლევადიაში“ სადებიუტო სეზონშ ატარებს და ესტონეთის ჩემპიონატში გამართულ 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო კონფერენს ლიგაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

ის „ლევადიას“ თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ ორჯერ დაასახელეს.
ესტონური გუნდი მომდევნო ეტაპზე ირლანდიის „დანდალკს“ შეხვდება.