„ვილიარეალმა“ სენეგალის ნაკრების ფორვარდი შეიძინა

0
2

ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ვილიარეალმა“ „რეიმსიდან“ თავდამსხმელი ბულაიე დია შეიძინა.

ესპანურმა კლუბმა სენეგალის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელთა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ვილიარეალმა“  დიას სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში სენეგალელი საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „რეიმსის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.