„სამგურალი“ ცენტრალურმა მცველმა დატოვა და „სამტრედიას“ შეუერთდა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს „სამგურალი“ ცენტრალურმა მცველმა ლუკა ასათიანმა დატოვა.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივის შეთანხმების საფუძველზ ე შეწყდა.

22 წლის ფეხბურთელი „სამგურალში“ შარშან „რუსთავიდან“ გადავიდა და 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში მან წყალტუბოელთა შემადგენლობაში 7-ჯერ ითამაშა.

„სამგურალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ასათიანი კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს.