ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ში ითამაშებს

0
6

ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ფრანგულ გრანდთან  კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 50-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დინარუმა პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან 2020-2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

გასულ სეზონში, მან მილანელთა მაისურით ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაუშვა, ხოლო კარი „მშრალად“ შეინახა.

დონარუმამ პსჟ-ში გადასვლამდე მთელი პროფესიონალური კარიერა „მილანში“ გაატარა, სადაც 2015-2021 წლებში 251-ჯერ ითამაშა.