„დილას“ მწვრთნელი: „საოცრებები იშვიათად, მაგრმ მაინც ხდება“

0
7

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს თქმით, ფეხბურთში საოცრებები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება.

უკრაინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერრენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორში სლოვაკეთის „ჟილინასთან“ საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გორელებმა პირველი თამაში სტუმრად 1:5 წააგეს.

ანდრეი დემჩენკო:”პირველი მატჩი ჩვენთვის, შედეგიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან უარყოფითი გამოვიდა, ასეთივეა ჩემი შეფასებაც, მაგრამ ზოგადად თამაშზე თუ ვილაპარაკებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა და გაგვეტანა გოლები.

მაგალითად, როცა 0:2 ჩამოვრჩით, შეგვეძლო ორი ბურთი გაგვეტანა და, ასე ვთქვათ, დავბრუნებულიყავით თამაშში, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით. მესამე გოლის გაშვებამ კი ფსიქოლოგიურად გაგვტეხა, მერე გაჩაღდა გახსნილი თამაში და საბოლოოდ 1:5 წავაგეთ.

პირველ შეხვედრაში თავიდანვე გადავწყვიტეთ გახსნილად და აგრსეულად გვეთამაშა იმიტომ, რომ ეროვნულ ლიგაში ბოლო 3 მატჩი მოგებული გვქონდა, ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ.

გვსურდა, მოწინააღმდეგისთვის ბრძოლა პირველი წუთებიდანვე გაგვემართა და სწრაფი გოლი გაგვეტანა. თუმცა “ჟილინა”აღმოჩნდა უფრო ძლიერი, უფრო შემართული და უფრო სწრაფი.

გამოდის, რომ ვერ გამოვიცანით, როგორ ჯობდა თამაში. ალბათ, უმჯობესი იყო დაცვიდან გვეთამაშა, კონტრშეტევებზე გვეზრუნა.

ასეთი გამოთქმა არსებობს: “გადავედით შეტევაზე და ჩავვარდით ტყვედ” – სწორედ ასე დაგვემართა ჩვენც.

საპასუხო შეხვედრაში კორექტივებს აუცილებალდ შევიტანთ თუმცა ახლა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ.

ჩემი სიტყვებიდან შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და საოცრებები ხდება. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება.

ამის  მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ როგორც შედარებით დაბალი რანგის ლიგების, ისე, სუპერკლუბებს შორის გამართული ორრაუნდიანი მატჩების შედეგები“.