რუი პატრისიუ კარიერას „რომაში“ გააგრძელებს

0
3

„რომამ“ პორტუგალისი ეროვნული ნაკრების მეკარე რუი პატრისიუ „ვულვერჰემპტონიდან“ შეიძინა.

რომაული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 33 წლის მეკარემ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და ახალ გუნდში პირველნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რუი პატრისიუს გაყიდვით „ვულვზმა“ 11,5 მილიონი ევრო მიიღო. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა და 10-ჯერ გოლი არ გაუშვა.