„ფლუმინენსეს“ ფეხბურთელმა კოპა ლიბერტადორესზე რეკორდი დაამყარა

0
4

ბრაზილიის „ფლუმინენსეს“ ფეხბურთელი ნენე კოპა ლიბერტადორესზე რეკორდის ავტორი გახდა.

ტურნირის 1/8-ფინალში „ფლუმინენსემ“ „სერო პორტენიო“ 2:0 დაამარცხა და გამარჯვებულთა შემადგენლობაში მეორე ბურთი ნენემ გაიტანა.

ის 39 წლისა და 359 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც კოპა ლიბერტადორესზე გოლი მიითვალა.

მან ბოლივიელი კარლოს ანხელ ლოპესის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 38 წლისა და 281 დღის ასაკში „ბოლივარის“ მაისურით 1991 წელს ტურნირის 1/8-ფინალში თავი გამოიჩინა.