ფლორენტინო პერესი: „რონალდუ გიჟი, იდიოტი და ავადმყოფია“

0
7

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს და ექსმწვრთნელ ჟოზე მოურინიოს არანორმალურები უწოდა.

ეს ჩანაწერი, რომელიც El Confidencial-მა გამოაქვეყნა 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული.

„რონალდუ გიჟია. ის იდიოტი და ავადმყოფია. თქვენ ფიქრობთ რომ ის ნორმალურია, მაგრამ არანორმალურია. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ყველაფერს არ გააკეთებდა, რასაც აკეთებს.

ბოლო სისულელე რაც მან გააკეთა, მთელმა მსოფლიომ ნახა. როგორ ფიქრობთ ის ასეთ სისულელეებს რატომ აკეთებს?“ – ამბობს პერესი.

„სისულელეზე“ საუბრისას პერესი იმ განცხადებას გულისხმობს, რომელიც რონალდუმ 2012 წლის სექტემბერში გააკეთა. კერძოდ, პორტუგალიელმა „გრანადასთან“ მატჩის მერე გაანცხადა, რომ გოლებს არ ზეიმობს, რადგან მადრიდულ კლუბში ბედნიერი არაა, ხოლო „რეალის“ ხელმძღვანელებმა არ იციან თავს ასე რატომ გრძნობს.

ასევე, პერესმა თქვა, რომ რონალდუსა და მოურინიოს კონტროლი მათი აგენტის ჟორ მენდეშის საშუალებით არ შეუძლია.

„ის საერთოდ ვერაფერს მართავს, არავითარი საიდუმლო, სრული ნულია. ისინი მას ყურადღებასაც არ აქცევენ.

მოურინიოს და რონალდუს საშინელი ხასიათი აქვთ, ისინი „გაფუჭებულები“ არიან. მოურინიო და რონალდუ რეალობას ვერ აღიქვამენ. ორივეს უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეეძლოთ, სხვანაირები რომ ყოფილიყვნენ. ორი არანორმალური.

ჩვენ უზარმაზარ თანხებზე ვსაუბრობთ, ეს ხომ საიმიჯო უფლებებია. მათ ისეთი სახეები და მანერები აქვთ, რომელიც არავის მოსწონს. ეს ანტირეკლამაა!“ – იძახის პერესი.