მიქაუტაძემ „მეცში“ სადებიუტო გოლი გაიტანა

0
8

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „მეცში“ დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

მომავალი სეზონისთვის მზადების ეგიდით „მეცმა“ ამხანაგური მატჩი ლიგა 2-ის „ნანსისთან“ ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში და 31-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

ქართველმა „მეცის“ პირველ გუნდში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

მიქაუტაძე გასულ სეზონში ბელგიის რანგით მეორე ლიგის „სერენში“ გამოდიოდა, სადაც 21 მატჩში გატანილი 19 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მიქაუტაძეს ლომის წვლილი მიუძღვის „სერენის“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაში.