კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრები ცნობილია

0
2

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კოპა ამერიკა-2020-ის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

კონმებოლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, განვლილი ტურნირის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ემილინო მარტინესი (არგენტინა).

მცველები: პერვის ესტუპინიანი (ეკვადორი), მარკინიოსი (ბრაზილია), რომერო (არგენტინა), მაურისიო ისლა (ჩილე).

ნახევარმცველები: იოსიმარ იოტუნი (პერუ), კაზემირო (ბრაზილია), როდრიგო დე პაული (არგენტინა).

თავდამსხმელები: ნეიმარი (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), ლუის ფერნანდო დიასი (კოლუმბია).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული კოპა ამერიკა არგენტინამ მოიგო, რომელმაც ფინალში რიო დე ჟანეიროში სტადიონ „მარაკანაზე“ ტურნირის მასპინძლები 1:0 დაამარცხა.