კარლოს ბაკა „გრანადაში“ ითამაშებს

0
2

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ბაკა კარიერას „გრანადაში“ გააგრძელებს.

34 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე კლუბთამ კონტრაქტი გააფორმა, რასაც გრანადელთა პრესსამსახური ადასტურებს.

გასულ სეზონში ბაკა „ვილიარეალში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან „ვილიარეალთან“ ერთად ევროპა ლიგა მოიგო.

მას სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და „გრანადას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.