კანკავა და კაშია ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ

0
7

ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

სლოვაკებმა ირლანდიის „შემროკ როვესთან“ შინ პირველი მატჩი 2:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად 1:2 დამარცხდნენ და მომდევნო წრეში გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ „სლოვანი“ 64-ე წუთისთვის 0:2 აგებდა და 72-ე წუთზე ირლანდიელთა კარი ბრატისლაველთა მთავარი მწვრრთნელის ვლადიმირ ვაისის შვილმა ასევე ვლადიმირ ვაისმა გაიტანა.

ორივე ქართველი ლეგიონერი სლოვაკების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს.