ფლორენტინო პერესი: „რაული და კასილასი „რეალის“ ისტორიაში უდიდესი აფერისტები არიან“

0
10

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის ყოფილ მეკარე იკერ კასილასსა და ექსთავდამსხმელ რაულს უდიდესი აფერისტები უწოდა.

El Confidencial აუდიჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც პერესი მადრიდული კლუბის ლეგენდებს მწვავედ აკრიტიკებს.

„კასილასი „რეალისთვის“ მეკარე არაა. თქვენ რა გინდათ რომ გითხრათ? ის ასეთი არასდროს ყოფილა. ეს ჩვენთვის დიდი “ჩავარდნა” იყო. უბრალოდ არსებობს ხალხი, ვინც მას აღმერთებს და თავგამოდებით იცავს.

ეს ერთ-ერთი უდიდესი აფიორაა, ხოლო მეორე – რაულია. ორი უდიდესი მადრიდელი აფერისტი – პირველი რაული, ხოლო მეორე კასილასი“ – განაცხადა პერესმა.

რაულმა, რომელიც ამჟამად 44 წლისაა „რეალში“ გატარებულ 16 წელიწადში 16 ტიტული მოიგო. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 741 მატჩში 323 გოლი გაიტამა. რაულმა ესპანეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო. მან ორჯერ უეფას სუპერთასზე გაიმარჯვა, ხოლო თითოჯერ საკონტინენთაშორისო თასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

კასილასი, რომელიც დღესდღეობით 40 წლისაა „რეალში“ 17 წელიწადი გაატარა. მან ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ევროპის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო საკონტონენტთაშორისო თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.

El Confidencial-ის ინფორმაციით, პერესმა ესპანური ფეხბურთის ორი ვარსკვლავი 2006 წლის სექტემბერში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკრიტიკა. მისი აზრით, რაულმა “რეალი” დაშალა და 2006 წელს კლუბის პრესიდენტის თანამდებობა სწორედ ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის გამო დატოვა.

El Confidencial ამ აუდიჩიონაწერის თაობაზე პერესს მიმართა, რომელმაც კომენტარის გაკეთება იუარა.