ხვიჩა კვარაცხელია: „მე ყაზანი მიყვარს და თუ „რუბინში“ დავრჩები გამეხარდება“

0
4

ხვიჩა კვარაცხელიას გაეხარდება თუ ყაზანის „რუბინში“ დარჩება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამის შესახებ მას მერე განაცხადა, რაც გულშემატკივრების ვერსიით სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო.

„მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა. მივდივარ თუ არა „სპარტაკთან” სათამაშოდ თუ „სევილიაში”? „სპარტაკთან“ სათამაშოდ მივდივარ. არ ვიცი, ჯერ „რუბინის“ მოთამაშე ვარ, ვნახოთ მომავალში რა იქნება. მე ყაზანი მიყვარს. თუ „რუბინში“ დავრჩები გამეხარდება“ – განაცხადა კვარაცხელიამ პრიზის მიღების შემდეგ.

20 წლის კვარაცხელიამ 2020-2021 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ამდენივე პენალტი გამოიმუშავა.