არაბიძე „სამტრედიაში“ ითამაშებს

0
10

საქართველოს 21 წ;ამდე ფეხბურთელთა ყოფილი კაპიტანი გიორგი არაბიძე კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ „სამტრედიაში“ გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია სამტრედიელთა პრესსამსახურმა დაადასტურა.

არაბიძემ 2020-2021 წლების სეზონი ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა. მან ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.

„სამტრედიას“ 23 წლის ახალწვეული „როტორის“ გარდა, თბილისის „ლოკომოტივში“, დონეცკის „შახტარში“, პორტუგალიის „ნასიონალსა“, თურქეთის „ადანასფორში“ გამოდიოდა.