ვან დეიკმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

0
4

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ხანგრძლივი პაუზის შემდე ვარჯიში განაახლა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

30 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ოქტომბერში „ევერტონთან“ (2:2) მატჩში მეტოქის მეკარე ჯორდან პიკფორდთან შეჯახების დროს მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

მან ოპერაცია ლონდონში გაიკეთა და ნახსენები შეხვედრის მერე. 2020-2021 წლების სეზონში არ უთამაშია. ნიდერლანდელი ვერც თავისი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარა ევრო-2020-ზე.

ვან დეიკმა გასულ სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.