„სკუადრა აძურას“ ფეხბურთელების საპრიზო თანხა ცნობილია

0
4

იტალიის ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის 250000 ევროს მიიღებს, იუწყება გამოცემა calciomercato.com.

„სკუადრა აძურამ“ 11 ივლისს ევრო-2020-ის ფინალში ლონდონში სტადიონ „უიმბლდონზე“ ინგლისელები პენალტების სერიაში დაამარცხა.

ცნობისთვის, იტალიელთა ტრიუმფის გამო, ამ ქვეყნის ფედერაციამ უეფასგან 28 მილიონი ევრო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფინალის წაგების შემთხვევაში იტალიელი მოთამაშეები 200000-200000 ევროს მიიღებდნენ.