რობერტო მანჩინი: „ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იტალიელებისთვის და ჩვენი ფანებისთვის“

0
3

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, ევროპისს ჩემპიონატის მოგება მნიშვნელოვანაი როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე „სკუადრა აძურას“ ფანებისთვის.

მან ამი შესახებ ევრო-2020-ის ფინალში პენალტების სერიაში ინგლისის ნაკრების დამარცხების მერე ისაუბრა.

„მეტოქე მატჩის სტარტზე კარგად თამაშობდა. სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ ამის შემდეგ ვდომინირებდით. ბიჭებმა უბრალოდ დიდებულად ითამაშეს – არც კი ვიცი სხვა რა ვთქვა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იტალიელებისთვის და ჩვენი ფანებისთვის.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. იმედია. ამ წარმატებს ყველა ქომაგი ზეიმობს. ეს სწორედ ის გუნდი იყო, რომელიც მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ახლა ბედნიერნი ვართ. სწორედ ესაა, რასაც მნიშვნელობა აქვს. სიტყვები არ მყოფნის.

პენალტების სერიაში იღბალი აუცილებელია და ამიტომ, ინგლისი ცოტა არ იყოს მეცოდება. ბოლო წლების განმავლობაშ ჩვენი კოლექტივი გაიზარდა, მაგრამ ვხედავ, რომ შეგვიძლია კიდევ უკეთესი გავხდეთ.

ჩემი და ჯანლუკა ვიალის მეგობრობა ცალკე ისტორიაა, რადგან „სამპდორია“ ჩვენთან ერთად თავის დროზე იტალიურ ფეხბურთში დომინირებდა. ახლა წრე შეიკრა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბიჭების გარეშე ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო“ – იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.