ჰარი კეინი: „საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით და უფრო გავძლიერდებით“

0
7

ჰარი კეინის თქმით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ შეცდომებზე ისწავლიან და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

ინგლისელთა კაპიტანმა ამის შესახებ ევრო-2020-ის ფინალში ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ იტალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების მერე განაცხადა.

„ბიჭები იმაზე მეტს ვერაფერს გააკეთებდნენ, რაც მოედანზე გააკეთეს. მსოფლიოში ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც პენალტების სერიაში მარცხდება. ფანტასტიკური ტურნირი იყო. საკუთარი თავით უნდა ვიამაყოთ და ცხვირი არ ჩამოვუშვათ. ახლა მტკივნეული იქნება და ეს ტკივილი გარკვეული ხანი გაგრძელდება.

ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდით. მატჩი საუცხოოდ დავიწყეთ. შემდეგ, შესაძლოა ძალიან „ღრმად“ ჩავჯექით. ზოგჯერ როდესაც გოლს ძალიან სწრაფად იტან, გეჩვენება, რომ თამაშის ბედის შენს სასარგებლოდ გადაწყვეტა მარტივია.

ისე ჩანდა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებდით და მეტოქე ვერაფერს ქმნიდა. დამატებით დროში თამაშში დავბრუნდით და რამდენიმე ნახევრადმომენტი შევქმენით.

თავი არ უნდა ჩავქინდროთ. პენალტი შესაძლოა ნებისმიერმა ვერ გაიტანოს. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვაგებთ. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით და უფრო გავძლიერდებით. ყოველივე უფრო მეტ მოტივაციას მოგვჩემს მომავალ წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

ქიდან გამომდინარე რასაც მივაღწიეთ, სიამაყის გრძობის დიდი მიზეზი გვაქვს. ჩვენ ყველა გამარჯვებულები ვართ. ფინალის მოგება ყველას გვსურდა, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაც დროის განმავლობაში სული ტკივილს ვიგრძნობთ. ეს ტკივილი კარიერის ბოლომდე გაგყვება, თუმცა ვერაფერს იზამ, რადგან ასეთია ფეხბურთი.

რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საგრძნობლად მოვუმატეთ და ახლა იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ“ – ციტირებს კეინს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.