დონარუმა: “ნაადრევ გოლს შესაძლოა „მოვეკალით“, მაგრამ ჩვენ იოლად არ ვნებდებით”

0
4

ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელ ჯანლუიჯი დონარუმას აზრით, იტალიის ნაკრებმა ოქროს მედლების მოგება დაიმსახურა, ხოლო მისი აზრით ჯანლუიჯი ბუფონი ყოველთვის ნომერ პირველი დარჩება.

იტალიის კარის დარაჯმა ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ ინგლისთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„როგორც აჩერბი ყოველთვის ამბობდა ჩვენ გამარჯვებამდე ერთი სანტიმეტრი გვაკლდა და ეს გავაკეთეთ.

თქვენ იცით როგორც დავიწყეთ და წარმატება სავსებით დავიმსახურეთ. ნაადრევ გოლს შესაძლოა „მოვეკალით“, მაგრამ, ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომელიც იოლად ნებდება.

გოლი გავუშვით და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდთ, რადგან ინგლისი დაცვაში კარგად თამასობდა, მაგრამ შთამბეჭდავი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

ჯანლუიჯი ბუფონი საუკეთესოა რაც ამ ქვეყანას აქვს. მთელი ძალიათ ვცდილობ, რომე მასზე ნაკლები არ ვიყო და გუნდს დავეხმარო, მაგრამ ის ყოველთვის ნომერ პირველი რჩება. ვნახოთ, ჩემი კარიერა როგორ წარიმართება და საბოლოოდ, სად აღმოვჩნდები“ – იუწყება დონარუმას ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.