წიტაიშვილმა „ჩერნომორეცში“ ითამაშა, ვაჩიბერაძემ ოდესელებს უკაპიტნა

0
5

გიორგი წიტაიშვილმა, რომელსაც კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ აკავშირებს, მაგრამ რუმინელი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ არ წყალობს, ოდესის „ჩერნომორეცს“ მიაშურა.

„ჩერნომორეცმა“ ამხანაგური მატჩი თანაქალაქელ „რეალ ფარმასთან“ ჩაატარა, რომელიც უკრაინის რანგით მეორე ლიგაში გამოდის.

პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა „ჩერნომორეცმა“, რომელსაც ბექა ვაჩიბერაძემ უკაპიტნა, 3:0 გაიმარჯვა. ვაჩიბერაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, მაგრამ მე-60 წუთზე თამაშში ისევ ჩაერთო.

რაც შეეხება 20 წლის წიტაიშვილს, მან „ჩერნომორეცში“ სადებიუტო მატჩი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ჩაატარა.