მესი „ბარსელონაში“ რჩება – ლა ლიგამ კლუბს არგენტინელის კონტრაქტის დარეგისტრირების უფლება მისცა

0
4

„ბარსელონამ“ არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესისთთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა მიიღო, იუწყება ესპანური გამოცემა AS.

საკითხი, რომელიც სახელფასო ჭერს უკავშირდება მოგვარებულია და ლა ლიგამ კატალონიელებს გუნდის კაპიტნის კონტრაქტის დარეგისტრირების უფლება მისცა.

ლიონელმა, რომელიც არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, კლუბთან მოლაპარაკების წარმოება მამას ხორხე მესის ანდო, რომელიც „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ყველაფერზე შეუთანხმდა.

მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 1 ივლისს ამოეწურა. ფეხბურთელი იმის გამო, რომ თავისუფალი აგენტია ყოველ დღე 100000 დოლარს კარგავს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტი კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაფორმდება.