კვარაცხელიამ „რუბინს“ ბოლო წუთზე მოაგებინა

0
6

ყაზანის „რუბინმა“, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში სეზონის განახლებამდე ტურნირ „პარიმატჩ პრემიერის თასზე“ ასპარეზობს, პირველ შეხვედრაში „ხიმკი“ ხვიჩა კვარაცხელიას საუცხოო გოლით დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ყაზანელებს 90-ე წუთზე მოაგებინა, როდესაც ერთი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და „ხიმკის“ საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა.

ნახსენებ ტურნირზე „რუბინის“ განაცხადში ზურიკო დავითაშვილი ვერ მოხვდა, რომელსაც დიდი ალბათობით ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.