ხოჭოლავას ტრავმიანი დებიუტი

0
5

დავით ხოჭოლავას დებიუტი დანიის „კოპენჰაგენში“ შედგა.

დანიის სუპერლიგაში სეზონის განახლებამდე „კოპენჰაგენმა“ სტუმრად ავსტრიაში  ვენის „რაპიდთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს, რადგან მეტოქესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო.

28 წლის ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ მიმდინარე ზაფხულში უკრაინის დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.