ემილიანო მარტინესი კოპა ამერიკის საუკეთესო მეკარეა

0
6

კოპა ამერიკის საუკეთესო მეკარედ არგენტინის ნაკრების კარის დარაჯო ემილიანო მარტინესი დაასახელეს.

28 წლის მეკარემ არგენტინელთა რიგებში, რომელთაც რიო დე ჟანეიროში „მარაკანაზე“ გამართულ ფინალში ბრაზილია 1:0 დაამარცხეს, კოპა ამერიკაზე 6 მატჩი ჩაატარა.

განვლილ შეხვედრებიდან მან 4-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიასთან ნახევარფინალში მატჩის შემდეგ ჩატარებულ პენალტების სერიაში მარტინესი 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.