ტიტე: „მესი როგორ უნდა „ავიყვანოთ“ ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი“

0
8

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ იცის მესი როგორ უნდა შეაჩეროს, მაგრამ ამას მაშინ გაამხელს, როდესაც არგენტინელები იტყვიან ნეიმარს როგორ „გაანეიტრალებენ“.

ტიტემ ამის შესახებ კოპა ამერიკაზე „მარაკანაზე“ ბრაზილიასა და არგენტინას შორის გასამართ ფინალამდე ისაუბრა.

„მესი როგორ უნდა „ავიყვანოთ“ ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი. თუ არგენტინელები იტყვიან ნეიმარს როგორ შეაჩერებენ, მაშინ ჩვენ გეგმას გავამხელთა და გეტყვით მესის როგორ გავანეიტრალებთ.

ფეხბურთის ორი კერპი ერთმანეთს ფინალში შეხვდება. მესისა და ნეიმარზე საუბარი ნიშნავს ილაპარაკო სრულყოფაზე, ოსტატობაზე, ტექნიკაზე, ფიზიკურ და მენტალურ მონაცემებზე, ასევე დაუჯერებელ კრეატიულ შესაძლებლობებზე. ჩვენ საუცხოო შოუ გველოდება“ – იუწყება მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის ნათქვამს გამოცემა Marca.