რობერტო მანჩინი: „ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ – ეს ფინალის მოგების ერთადერთი საშუალებაა“

0
6

რობერტო მანჩინის აზრით, იტალიის ნაკრები ევრო-2020-ის ფინალში მაქსიმალური კონცენტრაცის სჭირდებას, მაგრამ ამავე დროს თამაშით უნდა ისიამოვნოს

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 11 ივლისსს ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ინგლისთა გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„ასეთი ტურნირის ფინალში როდესაც გადიხარ, ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი მეტოქე გეყოლება. ამიტომ, სხვადახვა სიტუაციებს უნდა შეეგუო. იმის იმედია არ უნდა გქონდეს, რომ სრული დომინირების ფონზე გაიმარჯვებ. ზოგიერთ მატჩში მოთმინება გმართებს, რადგან თამაში ისე არ მიდის როგორც გსურს ან სხვები იმას აკეთებენ რასაც არ ელოდებოდი.

ინგლისის ნაკრები თავისი გულშემატკივრების წინაშე თამაშობს და მათზე ზეწოლას უნდა ვეცადოთ. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში ბოლომდე თამაშია საჭირო. ინგლისი საუცხოო გუნდია – ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი, ამასთანავე მებრძოლი. ჩვენც ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან ეს საფეხბურთო მატჩია. ფეხბურთს ვერ ითამაშებ თუ დაძაბული ხარ და სტრესი გაქვს.

მეტოქეზე ზეწოლა საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ – ეს ფინალის მოგების ერთადერთი საშუალებაა“ – ციტირებს მანჩინის უეფას ოფიცალური ვებგვერდი.

ევრო-2020-ი ფინალი იტალიასა და ინგლისს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.