ნეიმარი: „ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი უდიდესი მოთამაშე და ჩემი კარგი მეგობარია“

0
3

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხელის ნეიმარის თქმით, ყოველთვის ოცნებობდა ისეთ ფინალში ეთამაშა, როგორიც კოპა ამერიკის წლევანდელ გათამაშებაში იქნება.

„ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაგვაჩნია და მხოლოდ მასზე ვფიქრობ. ასეთ ფინალში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ნებისმიერი ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყოველთვის ელოდება, რომ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში ბრაზილია და არგენტინა ითამაშებენ. ამ ორმა დიადმა გუნდმა ბევრი ტიტული მოიგო.

არგენტინას ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს – მესი. ვფიქრობ, ეს არცთუ ცუდი სიუჭეტი იქნება ფილმისთვის ჩემი კარიერის დასასრულისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი უდიდესი მოთამაშე და ჩემი კარგი მეგობარია“ – იუწყება ნეიმარის ნათქვამს ბრაზილიური მედია.

კოპა ამერიკის ფინალში, რომელშიც რიო დე ჟანეიროში „მარაკანაზე“ ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდებიან, 11 ივლისის თბილისის დროით ღამის 3 საათზე დაიწყება.